ხიდაშელი: არ მიჭირს იმის დაჯერება, რომ სააკაშვილის თავში ყველაზე საშინელი აზრები იხარშებოდეს

ხიდაშელი: არ მიჭირს იმის დაჯერება, რომ სააკაშვილის თავში ყველაზე საშინელი აზრები იხარშებოდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ბათუმში მომხდარ მოვლენებს "რეაქციის" ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, სუს-ის უფროსის პასუხისმგებლობას აყენებს. 

ხიდაშელის განცხადებით, სწორედ ამიტომ აკისრებს პასუხისმგებლობას სუს-ის უფროსს და აქვე განმარტავს, რომ მთავრობის წევრობის შემთხვევაში ის სუს-ის ადგილობრივ ხელმძღვანელს გაათავისუფლებდა. 

"ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ ამ და წინა პრემიერების აღშფოთებული გამოსვლები ასეთი მოვლენების დროს, ქვეყნისთვის ძალიან კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ისინი გვპირდებოდნენ, რომ უმკაცრესად, კანონის ყველაზე მძიმე მოთხოვნებით აგებდა ის ხალხი პასუხს. მე რომ მთავრობის წევრი ვყოფილიყავი, გარწმუნებთ, 7-8 საათზე უკვე ბათუმში ვიქნებოდი. არ მჩვევია ასეთ დროს დამალვა, შეშინება და მოვლენების ეპიცენტრიდან გაქცევა. მინიმუმ ადგილობრივი სუს-ის ხელმძღვანელი მეყოლებოდა გათავისუფლებული იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი დამნაშავე არის სუს-ის ხელმძღვანელობა და არა ვინმე სხვა. როდესაც ხელისუფლება დღეს ამაყად გვიცხადებს, რომ თურმე იქ ჯგუფები წინასწარ ყოფილან მობილიზებული და ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ძალა დგას... იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომელსაც საერთოდ არ მიჭირს იმის დაჯერება, რომ "ნაცმოძრაობა" ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო საშინელ მოვლენებს გეგმავდეს და მიხეილ სააკაშვილის თავში ყველაზე უფრო საშინელი აზრები იხაშებოდეს და ვითარდებოდეს. არასდროს ამაში ერთი წამითაც ეჭვი არ შემეპარება. ვიცი, რაზე წამსვლელია ეს ადამიანი. 

სწორედ ამიტომ ვაყენებ სუს-ის პასუხისმგებლობას. როდესაც იცი, რომ ასეთი ტიპის მოწინააღმდეგე გყავს მეორე მხარეს, თავზეხელაღებული და ყველაფერზე წამსვლელი, მაშინ გჭირდება, რომ თავიდან ააცილო შენს ქვეყანას ამ მასშტაბის საქმეები, რაც ჩვენ ბათუმში ვიხილეთ",- განაცხადა ხიდაშელმა. 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080