პრემიერი: "მე თუ არ ვარ, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" - პოლიტიკური ძალა ამ დევიზით არის დესტრუქციული

პრემიერი: "მე თუ არ ვარ, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა" - პოლიტიკური ძალა ამ დევიზით არის დესტრუქციული

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ამოცანაა, რომ არა მარტო ვანდალიზმის ჩამდენები, არამედ ის პირები გამოვლინდნენ, რომლებიც მათ ამისთვის აქეზებდნენ. ამის შესახებ მან ბათუმში გამართულ თათბირზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, რომ მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, უნდა აბსულუტურად ბოლომდე იდენტიფიცირდეს როგორც დესტრუქციული ძალა.


"ახლა საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და ასევე, საჭიროა იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ საღამოს და ღამის განმავლობაში ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა უნდა ავუნაზღაუროთ იმ ადამიანებს, ვინც დაზიანდნენ გუშინ ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემგდომში.

მე ვფიქრობ რომ ეხლა კომპლექსური მოქმედება გვმართებს ყველას, სამართალდამცავებმა უნდა გააგრძელონ წესრიგის დაცვა, ბატონმა ზურაბმა მაქსიმალურად უნდა იმუშავოს შიგნით პოლიტიკოსებთან, კონსოლიდაცია უნდა მოხდეს სტაბილურობის მიზნის მისაღწევად და გამოძიება უნდა გაგრძლდეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოიყენეს ამ ვანდალური ქმედებებისთვის, არამედ ის ადამიანები ვინც მათ აქზებდნენ უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანები უნდა გამოვავლინოთ და პრევენცია უნდა განვახორციელოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს.

ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, იმიტომ რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, რომ მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, უნდა აბსულუტურად ბოლომდე იდენტიფიცირდეს როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, მას ეს გზა უნდა ჩავუკეტოთ ყველანაირად კანონის და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მკაცრად, ეს არის ჩვენი ამოცანა ეხლა",-განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212