პატრიარქი: სამწუხაროა, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს

პატრიარქი: სამწუხაროა, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენ მიდამოს, ჩვენ სულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სახლს" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"ყველაფერს თავის დრო აქვს, თავის ჟამი აქვს. ბრძენი სოლომონი ამბობს: ჟამი არს ომისა, ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს შენებისა და ა.შ. 

ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ,  გრიგოლ პალამას დღესასწაულს. დიდი წმინდანია, დიდი მოღვაწეა. გრიგოლ პალამა განმარტავს ფერისცვალების ნათელს. ფერისცვალებაში რომ ანათებდა უფალი განმარტავს იმას, რომ უფალმა აჩვენა ნათელი, რამდენი შეეძლო დაენახა მოციქულებს. მეტი რომ ყოფილიყო მოციქულებია არ აიტანდნენ. 

და აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რამდენი ნათელის ატანა შეგვიძლია ჩვენ ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნათელი ქრისტესი იყოს ჩვენ გარშემო. სამწუხაროა რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს, ჩვენს სულს, ჩვენს გნებას, ჩვენს სახლს", - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

3 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237