ანდრიაძე: ის არ ვარ, ვინც უპასუხისმგებლოდ სიტყვებს ისვრის, მერე მირბის და იმალება სადღაც

ანდრიაძე: ის არ ვარ, ვინც უპასუხისმგებლოდ სიტყვებს ისვრის, მერე მირბის და იმალება სადღაც

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ ის აპირებს განცხადების გაკეთებას და იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან არავის ეგონოს, რომ ეკლესია და საპატრიარქო გაურბის ამ კითხვებს.

გიორგი ანდრიაძის განმარტებით, ამ განცხადების დრო ჯერ არ მოსულა, ჯერ კიდევ ელოდება ინფორმაციებს, შემდეგ კი დაალაგებს ამ ყველაფერს და გააკეთებს განმარტებას.

"არ განცხადების დრო არ დამდგარა ჯერ რაღაც ნაბიჯები უნდა განხორციელდეს, რაღაც ინფორმაციები უნდა მივიღოთ, მე ვიღაც ვიღაცა არავარ რომ უპასუხსიმგებლოდ სიტყვებს ისვრის და მერე მირბის და იმალება სადღაც. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ და ველოდები რაღაც ინფორმაციების დაფიქსირებას მასმედიით და მერე დავულაგებ, ყველაფერს ერთმანეთზე ავუკინძავ საზოგადოებას", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212