ანდრიაძე: ავსტრიიდან შესაძლოა გავაკეთო განცხადება, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ დადგებოდა

ანდრიაძე: ავსტრიიდან შესაძლოა გავაკეთო განცხადება, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ დადგებოდა

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ ის აპირებს განცხადების გაკეთებას და იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან არავის ეგონოს, რომ ეკლესია და საპატრიარქო გაურბის ამ კითხვებს. 

გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ იგი ავსტრიაში იმყოფება, რადგან განცხადების გაკეთებას აპირებს, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ შესაძლოა დამდგარიყო. 

"მე დიდი ხანია ვატარებს კვლევებს ევროპის არქივებში და ბიბლიოთეკებში ამაზე წიგნებიც გამოვიდა. 3 წიგნი ერთდროულად გამოვიდა. ცოტახანსი არინიშნება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, 25 მარტს. ამაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინეტერესო მასალები.

ასევე გავემგაზვრე ამ პერიოდში, დავამთხვიე იმიტომ რომ შეიძლება მომიწიოს იმ განცხადების გაკეთება, რომელიც საქართველოდან საფრთხის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო, იმ განცხადება საქართველოდან თუ გავაკეთებდი. 

ვგულისხმობ იმას რომ ეკლესიის გარშემო ეს პრობლემა არ ამოწურულა, რომელიც დაისვა ეს რამოდენიმე თვეა, ეს არის ციანიდის საქმე და ეს არის იგივე ის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც გამოთქმული იქნა, მე ვიფიქრე, რომ კრიტიკულ შენიშვნებს პასუხი უნდა გაეცეს. მე რამდენიმე ინტერვიუ გავაკეე მაგრამ არცერთმა არხმა ეს არ გაუშვა სამწუხაროდ. მეუფე პეტრეს დასმულ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს, რადგან არავის ეგონოს რომ ამ შეკითხვებს ეკლესია და საპატრიარქო გაურბის. კარი დახურეს და სიმართლის მთქმელი კაცი განიდევნა, დაიჩაგრა და დარჩა პასუხგაუცემელი", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212