ქალაქ დიუსელდორფში მაჩეტეთი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ქალაქ დიუსელდორფში მაჩეტეთი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მაჩეტეთი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,-ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, 80 წლის დაშავებული ქუჩაში იპოვეს. მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ აღენიშნება. როგორც გამოცემა Bild აღინიშნავს, თავდამსხმელი გაიქცა. პოლიციამ მას ამ დრომდე ეძებს. ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობს. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქ დიუსელდორფში ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი უკვე მეორე თავდასხმაა.

9 მარტს, საღამოს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მთავარ სადურთან მამაკაცი გამვლელებს ნაჯახით თავს დაესხა და 7 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციამ იგი დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ განმარტა, რომ მამაკაცს, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მთავარ სადგურზე გამვლელებს თავს დაესხა და შვიდი ადამიანი დაჭრა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

42 წუთის წინ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, სონ კიმმა სამიტის მომზადების გზამკვლევი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს, მან უკვე გადალახა საზღვარი და გეგმავს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩჰვე სონ ჰის შეხვდეს. სონ კიმი და ჩჰვე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237