პარლამენტმა აშშ-ის საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა აშშ-ის საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა საგრანტო შეთანხმებებს საქართველოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, რომლითაც გაიზარდა გრანტის მოცულობა შემდეგი მიმართულებებით: „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ და „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“.

აღნიშნული საგრანტო შეთანხმებები სარატიფიკაციოდ გაიტანა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. 

პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. 

რაც შეეხება პროექტს „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ორი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის.

მესამე პროექტი, რომლის დასახელებაა „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“, მისი მიზანია მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტად ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი სამი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება.

სამივე შეთანხმების თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს დამატებით გამოუყო გრანტი 21 მილიონ აშშ დოლარამდე.

ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. 
 

კალაძე: არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

კალაძე: არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი

5 წუთის წინ

"მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237