ჯანდაცვის სამინისტრო: სააფთიაქო ნარკომანიით დაკავებული ნებისმიერი პირი პასუხს აგებს!

ჯანდაცვის სამინისტრო: სააფთიაქო ნარკომანიით დაკავებული ნებისმიერი პირი პასუხს აგებს!

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაკავებულ სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურთან ერთად გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება. ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული ბუნებრივია პასუხს აგებს კანონის წინაშე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცობისთვის, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

12 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080