ნაძალადევის რაიონში 2017 წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება

ნაძალადევის რაიონში 2017 წელს 15-მდე საყრდენი კედელი აშენდება

ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დასრულდა ბახმაროს შესახვევი #19-ში, სადაც 17მ სიგრძის კედელი აშენდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურისთვის, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ 15-მდე საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ ტიპის სამუშაოებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა - 772 592 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ამ ეტაპზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ზვარეთის ქ.N36ა-ში. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. 2016 წელს ნაძალადევის რაიონში 10 საყრდენი კედელი აშენდა, რისთვისაც გამგეობამ ბიუჯეტიდან 577 297 ლარი გამოყო. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212