კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება

კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ჯგუფში მიღწეული იყო სრული კონსენსუსი და მნიშვნელოვნად გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტები.

„გარდა სტანდარტებისა, ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან მოხდება, ანგარიშვალდებულება იქნება პარლამენტის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ძირითადი უფლებების ნაწილთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა მედიაში და ახალი ჩანაწერით თვისებრივად სხვა ხარისხში ადის სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა.

„ინფორმაცია იყო მიწოდებული ისე, თითქოს მმართველი გუნდი თავს იკავებს სოციალური გარანტიების ჩადებისგან საქართველოს კონსტიტუციაში. ამ დროს, ჩვენ თუ ვნახავთ საერთო სურათს, პირიქით, პასუხისმგებლობის ხარისხი ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსიით არის თვისობრივად გაზრდილი. დღეს არ გვაქვს ჩანაწერი კონსტიტუციის პირველ თავში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შესახებ, ეს ჩანაწერი პრეამბულაში არის მოცემული, თუმცა ჩაკარგულია და შესაბამისად აქტიურ ნორმატიულ ძალას ვერ იძენს. ჩვენი შემოთავაზებით ჩნდება პირველ თავში სპეციალური მუხლი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შესახებ და აქ თავს იყრის ყველა ის სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც აკისრია სახელმწიფოს ჩვენი მოქალაქეების და ადამიანების წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

1 საათის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186