ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი მოეწერა

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი მოეწერა

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი დღეს, 1 მარტს მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა. ისტორიულ დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა. 

ხელმოწერილი რეგულაცია 9 მარტს გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და 20 დღეში ძალაში შევა თავისუფალი მიმოსვლა. ბრიუსელში ოფიციალურ ცერემონიას პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. ხელმოწერის ცერემონიის შედეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანის შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

2 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237