საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ: - თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში); - საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.

ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

2 საათის წინ

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ პოზიციას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხს. ეს სარჩელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207