თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს

თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს

თუშეთში ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევები და საველე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სამთო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული და სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი ახორციელებს. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის, ააიპ "თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის", "სტუდია 21"-ის, მათი პარტნიორი "გეოგრაფიკის" წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების დაგეგმარების სპეციალისტ-ექსპერტები.

პროექტის ფარგლებში თუშეთის ტერიტორიაზე ექსპედიცია განახორციელებს ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევების ჩატარებას, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის მიწათსარგებლობის არსებული რეგლამენტის ადეკვატური, ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას გულისხმობს.

სპეციალისტები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ საველე სამუშაოებს თუშეთის ტერიტორიაზე. საბაზო წერტილად გამოყენებული იქნება სოფელი ომალო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა.

კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "სტუდია 21" რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესამუშავებლად.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"დღევანდელი კონფერენცია  იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172