ფილიპ ბილდენმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის თანამდებობაზე უარი განაცხადა

ფილიპ ბილდენმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის თანამდებობაზე უარი განაცხადა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრობის კანდიდატმა, გადამდგარმა ოფიცერმა, ბიზნესმენმა და ინვესტორმა ფილიპ ბილდენმა თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა,-ინფორმაციას ტელეარხი Fox ავრცელებს.

ბილდენმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს აცნობა. მისი თქმით, დიდი განხილვის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოთხოვნების შესრულება „არ შეუძლია“, რადგან ამ თანამდებობის დაკავება საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. კონფიდენციალურობასა და საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით მას სერიოზული პრობლემები შეექმნა", -ციტირებს ტელეკომპანია ჯეიმს მატისის სიტყვებს.

მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის თანამდებობაზე მეორე კანდიდატს დაასახელებს.

ზიმბაბვეში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა - დაშავებულია 49 ადამიანი

ზიმბაბვეში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას აფეთქება მოხდა - დაშავებულია 49 ადამიანი

10 საათის წინ

ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოში აღიარეს, რომ ეს რიცხვი იზრდება. მანამდე ცხრა დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. პოლიციამ აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათ "მნიშვნელოვანი ჯილდო" დააწესეს ნებისმიერი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207