შალვა ხუციშვილი: უკონტაქტო პატრულირება ძირითადად ქალაქგარეთ განხორციელდება

შალვა ხუციშვილი: უკონტაქტო პატრულირება ძირითადად ქალაქგარეთ განხორციელდება

უკონტაქტო პატრულირება ძირითადად ქალაქგარეთ განხორციელდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკონტაქტო პატრულირების განხორციელების დროს, პოლიციის თანამშრომელი ჩვეულებრივი მანქანით ივლის, რომელიც ფარული ელექტრონული სისტემით იქნება აღჭურვილი. ასეთი დაახლოებით 20 მანქანა იქნება.

„საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი ფსიქოლოგია, რომ სადაც კამერა არ არის და არ ჩანს პოლიციის ციმციმა, იქ არის დარღვევების და ავარიების დიდი რაოდენობა. მოქალაქეებს იმის განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს იქ, სადაც არ ჩანს პოლიცია“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237