პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველად, ტრამპმა Twitter-ზე დილის პოსტი არ გამოაქვეყნა

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველად, ტრამპმა Twitter-ზე დილის პოსტი არ გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველად, თავის ოფიციალურ Twitter-ზე დილის პოსტი არ გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა ამერიკულ პოლიტიკაში, დილით ადრე Twitter-ზე პოსტების გამოქვეყნების სახით ახალი ტრადიცია დაამკვიდრა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, 13 თებერვალს ტრამპმა თავისი პირველი პოსტი მხოლოდ დილის 10:53 საათზე გამოაქვეყნა, რომელიც კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ შეხვედრას ეხებოდა.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ტრამპის დილის პოსტები აშშ-ის პრეზიდენტის სურვილის გამოვლინებაა, ვინაიდან მას ამერიკელ ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა სურს. ამავდროულად დონალდ ტრამპის პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს სპარსეთის ყურის დაბლოკვით დაემუქრა

15 საათის წინ

ჰასან როუჰანის თქმით, მისი სიტყვები არა გაფრთხილება, არამედ "რეალობაა". "თუ სპარსეთის ყურეში ნაოსნობა თავისუფალი და უსაფრთხო უნდა დარჩეს, ის ასეთი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა ირანის ლიდერმა. დღეს, ევროპის კავშირის (ევროკავშირის)...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273