ნინო დანელია: სახუმარო თემად იქცა ლინგვისტური თამაში- გადაცემებს კი არ ვხურავთ, ვაჩერებთ

ნინო დანელია: სახუმარო თემად იქცა ლინგვისტური თამაში- გადაცემებს კი არ ვხურავთ, ვაჩერებთ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი ფუნქციაა - საზოგადოებას მიაწოდოს მიუკერძებელი ინფორმაცია, არა მხოლოდ ახალი ამბების მეშვეობით, არამედ სწორედ საზოგაოდებრივ- პოლიტიკური გადაცემებით, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, ყველა ინტერეს ჯგუფის მონაწილეობის უზრუნველყოფით“, - ამის შესახებ მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია მედია სივრცე ხელში ჩაიგდოს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვასილ მაღლაფერიძე კი, ბიძინა ივანიშვილის სურვილების უპირობო შემსრულებელია და სწორედ ამიტომ იკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობას. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი დაარსების დღიდან საზოგადოების ინტერესისა და ყურადღების ქვეშ იყო. ძალიან კარგად გვახსოვს ადამიანები როგორ ისხდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეზე და როგორ ითხოვდნენ საზოგაოდებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას. გვახსოვს ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესი, გვახსოვს ადამიანები, რომლებმაც შეიმუძავეს კანონპროექტი, შეიტანეს პარლამენტში და მართლაც დახარჯეს ბოლო რესურსი იმისთვის, რომ ქართულ მედია სივრცეში ყოფილიყო მართლაც გამართული, მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. შეიქმნა კომისია, რომელიც ირჩევდა ადამიანებს, რომლებიც შემდეგ უნდა წარდეგინათ საბჭოში და მაქსიმალურად ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, სამართლიანი და ჩვენ მიგვეღო საზოგადოებრივად ღირებული პროდუქტი. 

აქ არ არის საუბარი მეგაშოუების ღირებულებაზე, რომელსაც დიდი რეკლამები და მილიონები შემოაქვს ტელევიზიაში. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში ძალიან მკაფიოდ არის მოცემული, რომ უნდა იყოს საინფორმაციო ხასიათის გადაცემები, საზოგადოებრივ, პოლიტიკური და სოციალური თოქშოუები, სპორტული, შემეცნებითი გადაცემები. 

მაინტერესებს, როგორ აპირებს საზოგაოდებრივი მაუწყებლის დირექტორი დაარღვიოს მაუწყებლობის შესახებ კანონი, მაინტერესებს რას უპირებთ იმ ადამიანებს, უკვე სახუმარო თემად იქცა ლინგვისტური თამაში, რომ გადაცემებს კი არ ვხურავთ, ვაჩერებთ, ახლა მეორე თამაშიც მოვისმინეთ, რომ კანონმდებლობით კი ქვია მასობრივი გათავისუფლება და თანამშრომლების დათხოვნა, მაგრამ სინამდვილეში ასე კი არ არის, სინამდვილეში თურმე უჩერებენ შრომით ხელშეკრულებებს. 

ყველა ის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს საზოგაოდებრივი მაუწყებელი, ნამდვილად არ არის სულელი, და 1-და 2 საათი არ აქვს დახარჯული საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფიქრით. მრჩება განცდა, რომ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და ზოგადად მენეჯმენტი, ეს არის ის გუნდი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს. კანდიდატებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დღევანდელ დირექტორზე გაცილებით უკეთესად ესმოდათ, როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ერთადერთი კრიტერიუმი რატომაც დღეს ვასილ მაღლაფერიძე არის საზოგაოდებრივი მაუწყებლის დირექტორი, ის არის ბიძინა ივანიშვილის სურვილების უპირობო შემსრულებელი იმ ტელევიზიაში და ეს არის სწორედ ერთ-ერთ ალბათ ფინალური მცდელობა, მთელი ამ პროცესის, რომ მედია სივრცე საბოლოოდ ჩაიგდოს ხელისუფლებამ ხელში. დიდი ხნის წინ დაიწყო ეს პროცესი, დაიწყო თავისუფალი ჟურნალისტების დათხოვნა, შემდეგ იყო რეკლამის შესახებ კანონი, ნამდვილი ტერორი „რუსთავი 2“-ზე, მე არ ვიცი ფსიქოლოგიურად კიდევ მდგრადები როგორ არიან, შემდეგ ეს დიდი მედია ჰოლდინგი, რომელიც გაერთიანდა „იმედის“ ფრთის ქვეშ - „GDS“, „მაესტრო“ და „იმედი“, სამწუხაროდ საზოგაოდებრივი მაუწყებელი, ეს კიდევ ძალიან კარგად ჩანდა ეგზიტპოლების გადანაწილების პროცესში“,- აღნიშნა ნინო დანელიამ. 

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

10 საათის წინ

„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა, რადგან დამოუკიდებელი პიროვნებაა და...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172