ბოტკოველი: სოცმომსახურების სააგენტო მასობროვად ამოწმებს ოჯახებს და დახმარებას უჩერებს

ბოტკოველი: სოცმომსახურების სააგენტო მასობროვად ამოწმებს ოჯახებს და დახმარებას უჩერებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მასობრივად ამოწმებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რის საფუძველზეც მათ დახმარება უჩერდებათ.

„საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია მიიღო, რომლის საფუძველზეც შეიცვალა კრიტერიუმები.

2016 წლის არჩევნებამდე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ეს მეთოდოლოგია არ გამოეყენებინა, რაც პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს პროცესი ბოლო დღეებში აქტიურ ფაზაში შევიდა და სოციალური აგენტები სოფლებსა და ქალაქებს შეესივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მასიური გადამოწმება დაიწყეს.

შესაბამისად, ოჯახებს, სადაც სოციალური აგენტები შევიდნენ, დახმარება შეუჩერდათ. ამ ოჯახების 90% კი განწირულია იმისთვის, რომ მათ დახმარება არ აღუდგებათ.

ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებაზე არიან ადამოკიდებული",-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 
 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072