საქართველოს მთავრობამ EBRD-თან ერთად, ინვესტორთა საბჭო დააფუძნა

საქართველოს მთავრობამ EBRD-თან ერთად, ინვესტორთა საბჭო დააფუძნა

საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ, – ურთიერთგაგების მემორანდუმს, ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს ხელი.

15-წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იქნებიან.

ინვესტორთა საბჭო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს.

“კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყანაში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს არსებობისთვის. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და განვახორციელებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც ბიზნესსაზოგადოება შემოგვთავაზებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება თბილისში, საქართველოსადმი ნდობის დიდი დემონსტრირებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს.

“ინვესტორთა საბჭოს მიზანია ძლიერი პლატფორმის შექმნა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის. ამ ინიციატივით საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად”, – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237