დავით ქაცარავა: ვიღაცას, მაღალჩინოსნის სასარგებლოდ,  კანოეს ფედერაციის არჩევნების ჩაშლა სურს

დავით ქაცარავა: ვიღაცას, მაღალჩინოსნის სასარგებლოდ, კანოეს ფედერაციის არჩევნების ჩაშლა სურს

  • სპორტი
  • 03 თებერვალი, 2017
  • 12:27
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, ხვალ, ბორჯომში, სასტუმრო „ნატალიშია“ დაგეგმლი, რომელშიც მონაწილეობას, ამჟამინდელი პრეზიდენტი, დავით ქაცარავა ისევ აპირებს. მოქმედი პრეზიდენტი, ერთადერთი კანდიდატია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ქაცარავა პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რიგ ადამიანებს, არჩევნების ჩაშლა და რომელიღაც მაღალჩინოსნის მოყვანა სურთ, რომელიც სავარაუდოდ პარლამენტარია.

„ხვალ, 4 თებერვალს,ბორჯომში, სასტუმრო "ნატალი"- ში ტარდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მე კვლავ მივიღებ მონაწილეობას.

ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ჩემს უმაგრეს გუნდთან ერთად 2012–2016, მაგრამ ეტყობა სირთულეებთან ჭიდილის გარეშე წარმატება არ მოდის. რომ ვუყურებ განვლილ გზას და მიღწეულ შედეგს, ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა,რომ წარმატება მართლაც მიღწეულ იქნა იმ დაუღალავი შრომის, ნერვების და უდიდესი ენერგიის ხარჯვის შედეგად, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად დავხარჯე. იყო ღალატიც, იმედგაცრუებაც, ბრძოლა წესების გარეშე, როდესაც მთავრობის(პარლამენტის) წევრები იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურს რათა ჩვენთვის პრობლემები შეექმნათ და ჩვენი გუნდი ჩამოეშორებინათ აქტიურ მენეჯმენტს.რამოდენიმეჯერ დადგა მომენტი, როდესაც მზად ვიყავი ხელი ჩამექნია ყველაფერზე და სხვა საქმეებისთვის მიმეხედა. მაგრამ იმ ადამიანების ჯგუფს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც 2013.08 – დღემდე ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ხელში ჩაიგდოს ფედერაციის სადავეები ხელში და ძველმოდურ, კომუნისტურ სტილზე მართოს ეს ფედერაცია, აკეთოს ფული....იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც სპორტსმენებით მანიპულირებდნენ, არ უშვებდნენ ჩვენს მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებზე, ეროვნული ნაკრების შეკრებებზე და ამით ცდილობდნენ ჩვენი, ახალი გუნდის ავტორიტეტის შელახვას. რატომ მადლობა? - იმიტომ, რომ თქვენ მომეცით დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ვიბრძოლო ბოლომდე და თქვენ საძიძგნად არ დავტოვო სპორტის ის სახეობა, რომელიც რეანიმაციიდან გამოვიყვანეთ, რომელშიც თქვენ მოახვედრეთ!!! სპორტის ის სახეობა, რომელიც გჭირდებათ მხოლოდ ფულის საჭრელად, ვიზებზე ფულის საკეთებლად და უბრალოდ "პაეზდკებში" საგულაოდ!!!!!!და გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს, იმისათვის რომ ბოლომდე იბრძვიანწარმატებისთვის და არ ეშინიათ იმ პასუხისმგებლობის, რომელიც ჩვენ ერთად ავიღეთ!!!!

მოუსვააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“, - წერს დავით ქაცარავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

კანოეს ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ არის დაგეგმილი. 

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 საათის წინ

გუნდი მზადებას 28 მაისიდან დაიწყებს. ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, შემადგენლობა, ცხადია, შედარებით გადახალისებულია - მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო და ასევე ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა 20-წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054