მიგრანტების შემოდინების გამო, გერმანიის მოსახლეობა რეკორდულად გაიზარდა

მიგრანტების შემოდინების გამო, გერმანიის მოსახლეობა რეკორდულად გაიზარდა

გერმანიის მოსახლეობა რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ეს ფაქტი მეტწილად მიგრანტების შემოდინებას უკავშირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 82.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასულ წელს ქვეყანაში საცხოვრებლად 750 ათასი ადამიანი ჩავიდა. ეს საკმარისზე მეტია, რათა დაბალი შობადობის კომპენსირება მოხდეს. 1972-დან 2017 წლამდე პერიოდში გერმანიაში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

ეკონომიკას დიდი რაოდენობით მუშახელი სჭირდება, რომელიც მიგრანტების შემოდინებით მიიღწევა.

ამა წლის იანვარში გერმანიამ განაცხადა, რომ 2016 წელს ქვეყანაში 280 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რაც ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე, 600 ათასზე მეტით ნაკლებია.

2015 წელს, გერმანიაში რეკორდული რაოდენობის, 890 000 მიგრანტი ჩავიდა. ძირითადად ისინი საბერძნეთისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. გერმანია მიგრაციის საბოლოო ეტაპზე იმყოფება მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ლტოლვილებისთვის ღია კარის პოლიტიკას აწარმოებს.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

27 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172