ზაზა ვაშაყმაძე: რელიგიური ნეიტრალიტეტის კუთხით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ

ზაზა ვაშაყმაძე: რელიგიური ნეიტრალიტეტის კუთხით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ

ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2016 წელს სამთავრობო გეგმის პროექტების ფარგლებში განხორციელებული იმ წიგნების პრეზენტაციას მართავს, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ეს წიგნები სწორედ იმ საჯარო მოხელეებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლებიც გადამზადნენ. შეხვედრას სხვადასხვა რელიგიური კონფეციის წარმომადგენლები ესწრებიან.

"200 საჯარო მოხელე გადამზადადა, მათთვის შეიქნა სამაგიდო წიგნი, სადაც შესულია გაერო-ს, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმეტები რელიგიის თავისულების შესახებ, ასევე რუმინეთის, ბინლაგრეთის, ავსტრიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდავეთი, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის კანონმდებლობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ. სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში, რაც საჯარო მოხელეების სახელმძღვანელოა. ასევე წიგნში შესულია შარშან გამართული კონფერენციის "ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის" მასალები",- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

მისი თქმით, საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს რელიგიური ნეიტრალიტეტის კუთხით.

"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არ არსებობს რელიგიური ნეიტრალიტეტის კულტურა, ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და ეს დადებითი ტენდენციაა",-განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

4 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212