ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს დაახლოებით 39 მილიონი გამოეყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს დაახლოებით 39 მილიონი გამოეყო

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თანხა უკვე გამოიყო.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. 

დადგენილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი გამოეყო. 
აღნიშნული თანხიდან, 28 მილიონ 120 ათას 49 ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება. 1 მილიონ 30 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას, 2 მილიონ 242 ათას 850 ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებას, 7 მილიონ 610 ათასი ლარი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებას. 

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080