სხილაძე: ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, თუმცა სტატუსს არ ანიჭებენ

სხილაძე: ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, თუმცა სტატუსს არ ანიჭებენ

ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე “აიპრესთან” აცხადებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ოჯახში კონფლიქტის დროს განიცდიან ძალადობას, ძალადობის მსხვერპლის სტატუსი არ ენიჭებათ და არც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისს უწევს მათ ვინმე.

"როცა ვსაუბრობთ ოჯახის წევრებს შორის ძალადობაზე, ბავშვი არ განიხილება როგორც პირდაპირი ან ირიბი ძალადობის მსხვერპლი. მაგალითისთვის, როცა ოჯახში ქალის მიმართ ძალადობა ხორციელდება, იგულისხმება, რომ თუ არასრულწლოვანი არის ამ ძალადობის მომსწრე ის არის ირიბი ძალადობის მსხვერპლი, ან შესაძლოა პირდაპირ ძალადობასაც განიცდიდეს, თუმცა მისი ამგვარად იდენტიფიცირება არ ხდება, მაგალითისთვის, როცა ქალი თავსდება თავშესაფარში და მას ჰყავს თანხმლები პირი, ანუ არასრულწლოვანი ბავშვი, ის არ ითვლება რომ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მასზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გეგმა არ დგება და არ უტარდება“,-განაცხადა ეკა სხილაძემ.

მისივე თქმით, ომბუდსმენის რეკომენდაციაა, რომ თავშესაფარში მშობელთან ერთად განთავსებულ ბავშვს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაეწიოს. ეკა სხილაძე აცხადებს, რომ თავშესაფრებში ბავშვების მიმართ სპეციფიკური მიდგომის პრობლემა არსებობს.

” სახალხო დამცველი ყოველწლიურად ატარებს, გასულ წელს ჩაატარა თავშესაფრების მონიტორინგი,  ამ დროს ვესაუბრებით როგორც იქ მყოფ პირებს, ასევე ადმინისტრაციას და ვახდენთ გარეო პირობების შეფასებას, მათ შორის, ამგვარი საკითხების, როგორიც არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. მნიშნელოვანი საკითხი არის ის, რომ ბავშვი რომელიც არის თანმხლები პირი დედასთან ან სხვა მშობელთან ერთად, არ განიხილება როგორც ოჯახში ძალადობის პირდაპირი ან ირიბი ძალადობის მსხვერპლი, არ ხდება ამის გამოვლენა, შესაბამისად, ეს ბავშვები სტატისტიკაშიც არ არის, არიან ასახულნი როგორც თანმხლები პირები. მეორე საკითხია ის, თუ როგორ დგება საჭიროება, რომ მას გაეწიოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ეს არ ეწევა ყველა არასრულწლოვანს, რომელიც თავშესაფარში ხვდება, ჩვენი ინფორმაციით ეს ხდება საჭიროების მიხედვით. თუმცა, როგორ ხდება ამ საჭიროების დადგენა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას. ამიტომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ საჭიროება არის უკვე იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც უკვე ბავშვი თავშესაფარში ხვდება მშობელთან ერთად, ის უკვე საჭიროებს ფსიქოლოგის ჩართვას, სპეციალურად ბავშვის მიმართ ძალადობის აქცენტით და ბავშვის რეაბილიტაციისა თუ რესოციალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ეს პრობლემა დავინახეთ, რომ ბავშვისადმი სპეციფიკური მიდგომა თავშესაფრებში არ ხდება”,-აცხადებს ეკა სხილაძე.

ცნობისათვის, ამავე საკითხზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” გამოქვეყნა.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვი აღმოჩნდა, რომელთაგან ფსიქო-სოციალური დახმარება მხოლოდ 10 ბავშვს გაუწიეს.

2016 წლის მონაცემებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 218 ბავშვი გახდა, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით,  ეს არასრული მონაცემია. 218 ბავშვიდან კი ფსიქო-სოციალური დახმარება 6 ბავშვს გაეწია.

2015 წელს  ძალადობის მსხვერპლი 448 ბავშვი გახდა, თუმცა ფსიქო-სოციალური დახმარება მათგან მხოლოდ ერთმა მიიღო.

2014 წელს 280 მსხევრპლიდან ფსიქო-სოციალური დახმარება მიიღო 3-მა ბავშვმა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს რეაბილიტაციას უწევს სახელმწიფო ფონდის ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფრები.

აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ აიპრესი ტრეფიკინგის ფონდსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ  ფონდი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ დახმარებას მიმართვის შემთხვევაში უწევს. მათივე თქმით, ბავშვებს, რომლებიც მათთან მშობელთან ერთად ხვდებიან ფსიქო-სოციალური რებილიტაციის სერვისს უწევენ.

“თავშესაფრის მომსახურებები მორგებულია ბავშვის სპეციფიკურ საჭიროებებს და ინდივიდუალური მიდგომით ხდება მუშობა თითოეულ არასრულწლოვანთან. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი პირდაპირი ძალადობის მსხვერპლია, მასთან მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიური და კომპლექსურია. თუმცა ეს არ გამორიცხავს ირიბი ძალადობის მსხვერპლი (განსაკუთრებით დამოკიდებული პირების შემთხვევაში) ბავშვის მიმართ მსგავსი მუშაობის საჭიროებას, რასაც ხშირ შემთხვევაში მიმართავს კიდეც თავშესაფრის მულტიდისციპლინური გუნდი”,-განაცხადეს ტრეფიკინგის ფონდში.

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

მეუფე შიო: რაც არ უნდა რიტუალი აღასრულო, თუ შინაგანად ქრისტიანი არ ხარ, უფალი შენს თხოვნას არ შეასრულებს

11 წუთის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207