იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 39-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო,-ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში 55 ადამიანი იმყოფება, მათი უმრავლესობა 14-დან 18 წლამდეა. ისინი ზამთრის არდადეგების შემდეგ საფრანგეთის მთის კურორტებიდან ბუდაპეშტში ბრუნდებოდნენ. უბედური შემთხვევა ვერონას გზატკეცილზე მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ავტობუსი ანძას შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.

მაშველების განმარტებით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. უბედური შემთხვევის გამომწვვეი ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

46 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეურაცხმყოფელი საქციელი და განცხადებები, რომლებიც ჯეიმსის ტვიტერზე აღმოაჩინეს, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია სტუდიასთან, ამის გამო, სტუდიის წარმომადგენლებმა, რეჟისორთან საქმიანი კავშირები...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080