უსუფაშვილი: ვენეციის კომისიაში თქვეს, რომ დემოკრატიული სამყარო პროპორციული სისტემისკენ მიდის

უსუფაშვილი: ვენეციის კომისიაში თქვეს, რომ დემოკრატიული სამყარო პროპორციული სისტემისკენ მიდის

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და მის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ნდობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების წესს მხარი დაუჭიროს.

„გვაქვს უკიდურესობა, როდესაც მმართველ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისევე როგორც ეს იყო უწინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, შესაბამისად მმართველი პარტია მიიღებს იმას, რაც მას უნდა. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ მუშაობას მაინც აქვს აზრი. როდესაც „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა, მაშინ ჩვენ ცუდი შედეგები მივიღეთ, არ უნდა დავუშვათ მისაკუთრება არცერთი პარტიის მიერ. ამ თემაზე ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან.

მე მივაწოდე ინფორმაცია კოლეგებსაც, სტუმრებსაც, რომ საკონსტიტუციო კომისიისადმი ამაღლების მიზნით რა კონსესუსსაც შარშან მივაღწიეთ, ის განხორციელდეს. მხედველობაში მაქვს მომავალი არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს. მაშინ ამ კონსესუსს დაეთანხმა ყველა. ამ წინადადებას ყველა ფორმალური ეტაპი აქვს გავლილი. იგი ელოდება მხოლოდ კენჭისყრას. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება ხელს შეუწყობს პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობასა და ნდობის გარღრმავებას. მგონია, რომ ამით სხვა პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით ვენეციის კომისიაც დაინტერესდა და მათ განაცხადეს, რომ დემოკრატიული სამყარო აქეთ მიდის.

„მათ თქვეს, რომ სჯობია საქართველომაც ამ მიმართულებით იფიქროს. ვენეციის კომისია მხოლოდ სტანდარტებზე გვაძლევს ხოლმე რჩევებს. სხვა საკითხებში უფრო ღრმად, ვერ და არ ჩაერევიან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან. 

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080