პეტრე ცისკარიშვილი: "ევროპულ საქართველოსთან" საოპონირო არაფერი გვაქვს

პეტრე ცისკარიშვილი: "ევროპულ საქართველოსთან" საოპონირო არაფერი გვაქვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, პარტია ოპონირებას გაუწევს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. როგორც ცისკარიშვილმა "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნა, ამ პროცესში ევროპულ საქართველოსთან ოპონირებას არ აპირებენ.

"მე დავრჩი იქ, სადაც ბოლო 15 წელია, რაც ვარ. ამ 15 წლის განმავლობაში ჩვენგან სამწუხაროდ ბევრი გასულა. კიდევ უფრო გააქტიურდა ეს გასვლები მაშინ, როცა 2012 წელს ოპოზიციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ადამიანებს, ვისაც გვაქვს ჩვენი ადამიანური პრინციპები და ასევე სახელმწიფო ღირებულებები, ვრჩებით იქ, სადაც ჯერ კიდევ 2012 წელს დავდექით, იმ გუნდთან ერთად, ვისთან ერთადაც შევკარით "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შეკითხვაზე, გაუწევს თუ არა პარტია ოპონირებას "ევროპულ საქართველოს", ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა სულ სხვა რამეა, რასთანაც "ევროპული საქართველო" არაფერ შუაშია.

"ჩვენ ოპონირებას გავუწევთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, იმ გუნდთან საოპონირო არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა დემოკრატიული გზით ამ ხელისუფლების დამარცხება და შემდეგ ქვეყნის განვითარების რელსებზე გადაყვანა. ამ პროცესში "ევროპულ საქართველოსთან" ოპონირება არაფერ შუაშია. ამ ყრილობის შემდგე კიდევ უფრო გავხსნით ჩვენი ორგანიზაციის კარს, რათა მოვიდეს ახალი იდეები და მოვიდნენ ახალი ადამიანები", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

1 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207