კორნელი კაკაჩია: ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდება, რომელია მთავარი ოპოზიციური ძალა

კორნელი კაკაჩია: ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდება, რომელია მთავარი ოპოზიციური ძალა

თსუ-ის პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, დღეის მდგომარეობით რთულია პასუხის გაცემა იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს თუ ამ ნიშას ენმ-დან გამოსული ახალი პოლიტიკური გაერთიანება დაიკავებს.

როგორც კაკაჩიამ „აიპრესს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია როგორ მიიტანს ამომრჩევლამდე თავის სათქმელს ერთი ან მეორე ჯგუფი.

„ამ ეტაპისთვის ეს არის ძალიან რთული შეკითხვა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით როგორ გაიყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მას შემდეგ რაც პარტიას ლიდერების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოეყო. პრინციპში ამ ორივე ჯგუფს ერთი საერთო ამომრჩეველი ჰყავს. მნიშვნელოვანია როგორ მოახერხებენ ეს ორივე ჯგუფი საკუთარი იდეების გარშემო პერსონზირებას და რამდენად მოახერხებენ არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას, არამედ ახალი ამომრჩევლის მოზიდვას.

ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერასა და ასევე მნიშვნელოვანია რამდენად მოახერხებენ ისინი ამომრჩეველში ნდობის მოპოვებას. განსაკუთრებით იმ ამომრჩეველში, რომელიც „ნაცმოძრაობისადმი“ სკეპტიკურად იყო განწყობილი“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგის თქმით, რომელი მათგანი უკეთ მოახერხებს ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდება.

„ამის საუკეთესო გამოსავალი იქნება ადგილობრივი არჩევნები. მათ ექნებათ საშუალება დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობები. მაშინ შეგვეძლება ვნახოთ, რომელმა მათგანმა მოახერხა ამომრჩევლის გულის მოგება“, - უთხრა კორნელი კაკაჩიამ „აიპრესს“.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080