ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარში პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ლარში პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის

17 იანვრიდან დაიწყება გალარების პროგრამა იწყება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეღავათიანი პირობებით შეძლებს. მისივე თქმით, მსესხებელი არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.

“გარდა ამისა, ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში”,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარში სესხების გაძვირებას არ პროგნოზიებს.

“კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა”,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

კითხვაზე როგორი იქნება ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა იყოს დარეგულირებული და მთავრობა ამ საკითხში არ ერევა.

როდესაც გალარებაზე ვსჯელობთ, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.

ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები.

მისივე თქმით, გალარების პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება.

“თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამა არის ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთერთი პირველი ეტაპი. ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენს მიერ შევისწავლილი იქნა სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ქვეყნების რამოდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.

კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა.

გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა უზრუნველყოფაში გამოყენებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, აღნიშნული პროცესი საჯარო რეესტრში გათავისუფლებული იქნება ყველა სახის საფასურის გადახდისაგან.

კიდევ ორ გარემოებაზე გავამახვილებ ყურადღებას – კონვერსიის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ. გაიაფების პირველი წყარო არის ის, რომ გადახურდავება ხდება კურსით, რომელიც არის იმ დღეს არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტი, ანუ უკვე ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი.

და ასევე, როდესაც სესხი მსესხებელს აქვს ლარში და შემოსავალიც – ლარში, ეს გაცილებით უფრო მოხერხებულია მისთვის. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს”,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

მისივე თქმით, ლარის სესხი სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას იძლევა. ნიკოლოზ გაგუა მოსახლეობას ურჩევს პროგრამით ისარგებლოს.

“აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ  მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი.

ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ”,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

1 საათის წინ

"ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელდაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმებისდღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080