ღარიბაშვილი "ნაცმოძრაობას": ციხეებში გამოუყენებელი და ვადაგასული ინტერფერონი დატოვეთ

ღარიბაშვილი "ნაცმოძრაობას": ციხეებში გამოუყენებელი და ვადაგასული ინტერფერონი დატოვეთ

"ძნელია იმის ყურება, როცა ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენელი დღეს აკრიტიკებს იმ ხელისუფლებას, რომელსაც  2012 წლის არჩევნების შემდეგ იმდენი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული და განხორციელებული, რაც 9 წლის განმავლობაში ვერ და არ გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ. დიახ, თქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობა კოალიცია ქართული ოცნების ორწლიან მუშაობას." - ამ სიტყვებით მიმართა პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, რომელსაც მინისტრთა კაბინეტთან ერთად ხვდება. 

"არ ვისაუბრებთ ჯანდაცვის უპრეცედენტო პროგრამაზე, რომლის მეშვეობითად დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია, ან თუნდაც C ჰეპატიტის მკურნალობაზე, რომლითაც ჩვენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასობით ათასი ადამიანი უნდა გამოვგლიჯოთ სიკვდილს ხელიდან. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ციხეებში გამოუყენებელი და ვადგასული ინტერფერონია ნაპოვნი, მაშინ როცა ასეულობით პატიმარი ამ უმძიმესი სენით იყო დაავადებული, ხოლო ზოგიერთი გარდაიცვალა.

მარტო ჯანდაცვის პროგრამებზე 2014 წელს 605 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მაშინ როდესაც 2011 წელს ეს ციფრი 277 მილიონ ლარს შეადგენდა.

შეგახსენოთ როგორ ეპყრობოდით ექიმებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, სამხედროებს - საზოგადოების იმ ნაწილს, რომელზეც ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება, განათლება და ჯანმრთელობაა დამოკიდებული?

2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, 4 წლის განმავლობაში, თქვენ მხოლოდ 2008 წელს, 50 ლარით ანუ 26 %-ით გაუზარდეთ ხელფასები მასწავლებლებს.  ჩვენ კი, 2013 წელს მასწავლებლების ხელფასი 26-40%-ით გავზარდეთ, 2015 წლისთვის კი კიდევ ავიღეთ ვალდებულება და დავიწყეთ სერიოზული მუშაობა, რის შედეგადაც, 2016 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუტოლდება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, ანუ 65-75%-ით გაიზრდება. ეს პროცესი ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს.

 

სამარცხვინო იყო მეცნიერების ხელფასი, რომელიც 20 წლის განმავლობაში  არავის გახსენებია და 150-200 ლარს არ აღემატებოდა. 2013 წლიდან დავიწყეთ მათზე ზრუნვა, მუშაობა და 2015 წლიდან ამ უაღრესად საჭირო და საპატივცემულო ადამიანების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა. დათვალეთ და შეადარეთ!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

6 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080