დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინთან ურთიერთობას დავალაგებ

დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინთან ურთიერთობას დავალაგებ

"თუ პუტინს დონალდ ტრამპი მოწონს, ვფიქრობ ეს აქტივია და არა მოვალეობა, მითუმეტეს, ჩვენ საშინელი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან", - ასე უპასუხა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვებს ნიუ-იორკში "ტრამპ თაუერში" თავის პირველ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის  რანგში. 

"არ ვიცი შევძლებ თუ არა ურთიერთობის დალაგებას ვლადიმერ პუტინთან. იმედი მაქვს შევძლებ, მაგრამ არის დიდი მოლოდინი, რომ ვერ შევძლებ", - განაცხადა ტრამპმა ბოლო დროს გავრცელებული იმ განცხადებების პასუხად, რომ შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები აგროვებდნენ კომპრომატებს არჩევნებზე არა მარტო მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე, არამედ მასზეც.

ტრამპმა აშშ-ის სპეცსამსახურების დასკვნის კომენტირებისას, სადაც საუბარია რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე და ამერიკის საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, განაცხადა, რომ ხაკერულ შეტევას მხოლოდ რუსეთი არ ახორციელებს. მან პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ხარეკული თავდასხმებისგან ქვეყნის დასაცავად. 

„ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ დაცვა ვუზრუნველოთ“. 

დონალდ ტრამპა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დალაგება შესაძლებელია, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. 

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს

6 წუთის წინ

როგორც მაიკლ პენსი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში დათმობებზე არ წავა. "ეს კიმ ჩენ ინის დიდი შეცდომა იქნება. ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეხვედრა გააუქმოს", - განაცხადა პენსმა. პირდაპირ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341