მარიამ ვალიშვილი: "გაზპრომთან" სატრანზიტო თანხის როდენობა კომერციული საიდუმლოებაა

მარიამ ვალიშვილი: "გაზპრომთან" სატრანზიტო თანხის როდენობა კომერციული საიდუმლოებაა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იქ არ ყოფილა ძალების დემონტრაცია. მისივე თქმით, საქართველო მიიღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას როგორც ტრანზიტორი ქვეყანა, მისივე განცხადებით, ეს არ იქნება 10% ის შესაბამისი, თუმცა იქნება საკმაოდ მაღალი.  

"ეს არ იყო ძალების დემონსტრირების მოლაპარაკებები. არ ყოფილა ჩვენი მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი, თუ არ მოხდებოდა ამაზე დათანხმება, გარკვეულ კრიტიკულ ზომებს განვახორციელებდით.  

ამიტომ ჩვენ ძირითადად აქცენტები გავაკეთეთ იმაზე, რომ მოლაპარაკებები ყოფილიყო აქცენტირებული კომერციული მოლაპარაკებების ფორმატში. კონკრეტულად ჩვენ გვინდოდა მიგვეღო შესაბამისი ანაზღაურება იმ გაწეული ხარჯებისთვის და მომსახურების გაწევისთვის.  ის ანაზღუარება არის ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი. 

თუ რამდენია კომერციული საიდუმლოებაა და ვერცერთ ხელშეკრულებას ვერ მეტყვით, სადაც სატრანზიტო თანხა საჯაროა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ ინდუსტრიაში ამ ფორმატში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10% რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი რასაც ტრანზიტიორი ქვეყანა იღებს გაწეული მომსახურებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ცალსახად გვინდოდა რომ გაზის მოწოდების კონტრაქტის მიბმა ყოფილიყო ამ სატრანზიტო საფასურზე რაც ასევე განხორციელდა", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

14 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167