გია ხუხაშვილი "გაზპრომზე":რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა,ხელისუფლებამ უნდა განმარტოს

გია ხუხაშვილი "გაზპრომზე":რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა,ხელისუფლებამ უნდა განმარტოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას “გაზპრომის” წინადადების მიღებისა და მასთან ხელშკერულების გაფორმების შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს. ხუხაშვილი რუსთავი 2-თან აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, როგორ აიძულა რუსეთმა პირობებზე დათანხმება.

“ღირებულებაზე, ფასზე და ამ ყველაფერზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ანუ რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამაზე უნდა გააკეთოს პირველ რიგში განმარტება, რა იყო არგუმენტი. ეს იყო მუქარა, რაიმე რაციონალური ლოგიკა თუ რა იყო”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორწლიანი იქნება.

„ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა სარალიძე: ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო

ზაზა სარალიძე: ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო

23 წუთის წინ

"ვეძებ 3 გოგოს, რომელიც ხორავას ქუჩის ინციდენტს შეესწრო, ამ გოგოებზე იძახიან, რომ იქ წიოდნენ და კიოდნენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ 17-კაციანი დროებით საგამოძიებო კომისიასთან. შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167