მარიამ ჯაში: კომერციულ სექსში ჩართულ გოგოების უმრავლესობას სრული ზოგადი განათლება არ აქვს

მარიამ ჯაში: კომერციულ სექსში ჩართულ გოგოების უმრავლესობას სრული ზოგადი განათლება არ აქვს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით, არასრულწლოვანი გოგოების და ბიჭების პროსტიტუციაში ჩართვა საზოგადოებისათვის მტკივნეული თემაა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი დაეყენებინა.

"მთავრობის სხდომაზე ამ თემატიკის წამოწევის საფუძველი ალბათ დანაშაულის კონკრეტული პრაქტიკა და ნიშნები გახლდათ. თითოეული არასრულწლოვანი გოგოს ან ბიჭის პროსტიტუციაში ჩართვა ჩვენი საზოგადოებისთვის მტკივნეული თემაა. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხი მაღალი პოლიტიკური დღის წესრიგის რანგში დაეყენებინა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მისი თქმით, არასრულწლოვან და სრულწლოვან გოგოების უმრავლესობას, რომლებიც პროსტიტუციაში არიან ჩართულები, ზოგადი განათლების სრული კურსი არ აქვთ გავლილი. ამასთან, მათი პროსტიტუციაში ჩართვის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. 

"არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, ისევე როგორც ძალადობრივი მეთოდებით პროსტიტუციაში ჩართვა სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხებისა, გამოვყოფდი რამოდენიმე სოციალურ პრობლემას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სექს მუშაკთა სოციალურ საკითხებს. 

უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ კომერციულ სექსში ჩართული გოგონების და ქალბატონების უმეტესობას დასრულებული არ აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი, მხოლოდ 8-დან 13%-მდე ქალბატონებს აქვთ დასრულებული უმაღლესი განათლება. შესაბამისად ეს უკავშირდება განათლების პრობლემატიკას. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევებში, მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ისინი უმეტეს შემთხვევაში არიან განქორწინებული ან მარტოხელა დედები", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა "მოამბესთან" საუბრისას. 

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რესპუბლიკის მოედანთან მდებარე ბარებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ ბარებში ხდება არასრულწლოვანი გოგოების პროსტიტუციაში ჩართვა. მან შს მინისტრს ამ პრობლემის მოგვარება დაავალა.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341