თბილისი "ზამთრის თასის" გათამაშებას მასპინძლობს

თბილისი "ზამთრის თასის" გათამაშებას მასპინძლობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 13, 14 და 15 იანვარს, თბილისის სპორტის ახალი სასახლე, „ზამთრის თასის“ პირველ გათამაშებას უმასპინძლებს.

13-14 იანვარს, დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალისტებს გამოავლენს, რომლებიც 15 იანვარს, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

13-14 იანვარს, თამაშებზე დასწრება უფასო იქნება. რაც შეეხება ფინალურ დღეს, ქართველ გულშემატკივარს, 15 იანვარს, სპორტის ახალ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვის საშუალება ექნებათ.

„ზამთრის თასზე“ თბილისში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა იგეგმება. გათამაშებაში მონაწილეობას იღებს უეფას გუნდიც.

15 იანვარს, თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლეში დაიწყება და მისი ფასი ორი ლარი იქნება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

 

ფინალური მატჩი, 15 იანვარს 18:30 საათზე დაიწყება. 

მაგდა კლდიაშვილი

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

2 საათის წინ

 მოქალაქემ კარგად შეამოწმა სავარძლის ვარგისიანობა, შემდეგ კი წაიღო. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დღეს დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი სავარძელი კი გამოიტანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. ფედერაციის პრეზიდენტს ამ დრომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341