ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტმა პიკეს წინააღმდეგ ორი საჩივარი შეიტანა

ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტმა პიკეს წინააღმდეგ ორი საჩივარი შეიტანა

ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტმა, ვიქტორიანო სანჩეს არმინომ, კატალონიის „ბარსელონას“ მცველის, ხერარდ პიკეს წინააღმდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ორი სარჩელი შეიტანა.

აღნიშნულ ინფორმაციას, ესპანური გამოცემა AS ავრცელებს. არმინოს მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, მსაჯებთან ფეხბურთელის ქცევები გახდა, „ატლეტიკისა“ და „ვილიარეალთან“ შეხვედრებში.

მოსალოდნელია, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ორივე საჩივარს განიხილავს და საქმე დაახლოებით ერთ თვეს გასტანს.

 

ფეხბურთელმა, „ატლეტიკთან“ მატჩის დროს, მსაჯთან ნეიმარის წინააღმდეგ წესების დარღვევა და არდანიშნული პენალტი გააპროტესტა, „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ მსაჯი მართალი არ იყო, როდესაც „ბარსელონას“ საჯარიმო დარტყმის უფლება არ მისცა.

მაგდა კლდიაშვილი

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

2 საათის წინ

ინგლისი და ბელგია G ჯგუფში გამოდიან. ინგლისის ნაკრები ტუნისს შეხვდება, მატჩი 19:00-ზე დაიწყება, ხოლო ბელგია-პანამას მატჩი 22:00-ზე. შემადგენლობის მიხედვით ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ხოლო ინგლისისგან გულშემატკივარი უკვე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186