ზურაბ ჯაფარიძე: სამართალდამცველები ბევრს არ ლაპარაკობდნენ, თუმცა კორექტულად იქცეოდნენ

ზურაბ ჯაფარიძე: სამართალდამცველები ბევრს არ ლაპარაკობდნენ, თუმცა კორექტულად იქცეოდნენ

„გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებმა „გირჩის“ ოფისში სათითაოდ აღწერეს ყველა ის ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. შემდეგ კი, ეს ქოთნები ოფისიდან წაიღეს.

ჯაფარიძე აქვე დასძენს, რომ ჯამში 84 ქოთანი იყო, სადაც მარიხუანაა დარგული. აქედან უმეტესობამ გაიხარა. 

"წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ ოფისი გაეჩხრიკათ. დაათვალიერეს მთელი ოფისი, გადაიღეს უწყვეტი კადრი, მაგრამ ძირითადი პროცედურები იქ ჩატარდა, სადაც ქოთნები იყო. აღწერეს სათითაოდ ყველაფერი - ზომა, წონა. ჯამში იყო 84 ქოთანი, აქედან უმეტესობაში ამოსული იყო. ჩააბარგეს ეს ყველაფერი, დაუძახეს დამხმარე ძალას და წაიღეს. ეს იყო რაც დღეს გააკეთეს. ჯერ საგამოძიებო უწყებაში არავის დავუბარებივართ.ზოგადად სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი გაუკეთებიათ. ბევრს არ ლაპარაკობდნენ, თუმცა კორექტულად იქცეოდნენ. უბრალოდ, რა დავალებაც ქონდათ, იმას ასრულებდნენ. უნდა ამოეღოთ ქოთნებით კანაფი და ეს ზედმიწევნით განახორციელეს" - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, ამ თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ იცის, პროცესი როგორ გაგრძელდება. 

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ. რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, იმაში რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანას კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როგორ გააგრძელებენ და რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ცხადია, ყველასთვის ეს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, იყო პოლიტიკური აქტი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

ოხანაშვილი ხორავაზე მკვლელობის საქმეზე: ნებისმიერი პირი შეიძლება გამოიკითხოს, თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა

18 წუთის წინ

“დღეს პირველად გამოვკითხავთ შესაბამის პირებს, კონკრეტულად აქ საუბარია დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებზე. ჩვენთვის საინტერესოა მათი უშუალო ინფორმაცია, თუ რას ფლობენ, რა შეკითხვები აქვთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, ამ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167