იაგო ხვიჩია: შეიძლება ხელისუფლება დაფიქრდეს, რომ 84 პატიოსანი ადამიანი არ უნდა დააკავოს

იაგო ხვიჩია: შეიძლება ხელისუფლება დაფიქრდეს, რომ 84 პატიოსანი ადამიანი არ უნდა დააკავოს

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის" ერთ-ერთი წარმომადგენლის და მათსავე ადვოკატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამართალდამცავების მიერ დღეს განხორციელებულ მოქმედებას ბევრნაირი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მისივე თქმით, სამართალდამცავები დღეს გირჩის ოფისიდან 84 ქოთანი მარიხუანა წაიღეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დაილუქა ჩვენი ნერგები და გადატანილ იქნა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში. იქ მათ ჩაუტარდებათ ექსპერტიზა, სადაც დაადგენენ, ჩვენი მარიხუანა ნამდვილად იყო თუ არა მარიხუანა. 84 ქოთანი სათითაოდ დაილუქა და ისეა გადაგზავნილი",-განმარტა ხვიჩიამ.

კითხვაზე როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა მოლოდინი აქვთ "გირჩის" წარმომადგენლებს, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

"შეიძლება ბევრნაირ შედეგს ველოდოთ. შეიძლება ვიღაც ადამიანები მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის თქვენი მონა მორჩილიც, მეორე, შეიძლება იმას ველოდოთ, რომ ეს პროცესი უბრალოდ გაიწელოს და არასდროს დამთავრდეს, მესამე შეიძლება ველოდოთ, რომ ხელისუფლება უბრალოდ დაფიქრდეს იმაზე, რომ 84 პატიოსანი ადამიანის დაჭერა და ციხეში ჩასმა ან მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა უბრალოდ არასწორი და არარელევანტურია და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ დაალეგალიზონ ის ქმედება, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ, ეს ნიშნავს, რომ ამოიღოს და შეცვალოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი",-განაცხადა ხვიჩიამ. 

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

6 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186