გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა

გერმანიაში გასულ წელთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა თითქმის სამჯერ შემცირდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მაიზიერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2016 წელს აღნიშნული სტატუსი 280 ათასმა ადამიანმა მოითხოვა, როდესაც ეს მაჩვენებელი ერთი წლით ადრე 890.000 იყო. მინისტრის განმარტებით, ლტოლვილთა ნაკადის შემოდინების შემცირება ევროკავშირისა და თურქეთის გარიგებას, ასევე მიგრაციულ კრიზისს უკავშირდება, რის გამოც ბევრმა სახელმწიფომ საზღვარი დახურა.

როგორც Associated Press დასძენს, უამრავმა ადამიანმა, ვინც ქვეყანაში 2015 წელს ჩავიდა, ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 2016 წელს მოითხოვა. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს გერმანიაში ჩასულ ლტოლვილთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს გერმანია 55 ათასმა მიგრანტმა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ძირითადად, ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა დატოვეს, რომლებსაც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი არ ჰქონდათ.

დეკემბრის დასაწყისში, გერმანიის მთავრობამ მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პროგრამა წარმოადგინა. სამი წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლება აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის 150 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ამავე დროს, ხელისუფლებამ  საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.

აშშ-მ ირანის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მ ირანის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

1 საათის წინ

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განმარტებით, აღნიშნული პირები იემენში ჰუსიტებს ქალაქების დაბომბვასა და ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ეხმარებოდნენ. უწყების ინფორმაციით, ისინი ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319