ჯანი ინფანტინო -  მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება საფეხბურთო გადაწყვეტილებაა

ჯანი ინფანტინო - მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება საფეხბურთო გადაწყვეტილებაა

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება, არა ფინანსური, არამედ სპორტული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ფიფას შესაძლოა 500 მილიონით მეტი დაუჯდეს, ვიდრე 32 გუნდიან ჩემპიონატზე იხარჯებოდა.

„ეს არ არის დაკავშირებული ფულთან“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს BBC, - „პირიქით, ეს წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ფეხბურთს შეცვლის. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ხარისხი რეალურად გაიზრდება. ბევრ ქვეყანას ექნება შანსი, ასეთ ტურნირზე მოხვედრის და ელიტარული გუნდების წინაამდეგ თამაშის. ფეხბურთი შეიცვლება და უფრო გლობალური გახდება. ყველა კმაყოფილია ევროპული ფეხბურთით, მაგრამ ის ევროპის გარეთ უნდა გავიდეს. იყო პრეტენზიები კლუბებისგან,. მოთამაშეებსა და კალენდარზე, მაგრამ ფორმატი დარჩება უცვლელი, როგორც 32 გუნდის შემთხვევაში იყო, შვიდი თამაში, მაქსიმუმ დღეში“.

 

გუშინ, ციურიხში, ფიფას სხდომაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა, რომელსაც მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა. გუნდების გაზრდის რაოდენობის იდეა, ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 2026 წლიდან, მუნდიალზე, 32 ნაცვლად, მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

მაგდა კლდიაშვილი

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

15 საათის წინ

ლეგენდარული მეკარე ტურინის "იუვენტუსს" 17-წლიანი ისტორიის შემდეგ, შაბათს, "ვერონასთან" შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. ჯიჯის შეთავაზება ინგლისური "ლივერპულის" თავკაცმაც, იურგენ კლოპმაც გაუკეთა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ იტალიელი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341