დონალდ ტრამპი: რუსეთთან საერთო არაფერი მაქვს

დონალდ ტრამპი: რუსეთთან საერთო არაფერი მაქვს

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა,-ამის შესახებ ის მიკრობლოგ Twitter-ში წერს. 

„რუსეთი ჩემს ბერკეტად გამოყენებას არასდროს ცდილობდა. რუსეთთან არავითარი კავშირი არ მაქვს, არავითარი გარიგებები, არავითარი სესხები, საერთოდ არაფერი!“,-წერს ტრამპი.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს. მომხდარ ფაქტს ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ "სიყალბე" და "ალქაჯებზე ნადირობა" უწოდა. ტელეარხის ინფორმაციით, ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებზე დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ობამასა და ტრამპის გარდა, სენატორებსაც გააცნეს.

რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და მას მაკულატურად მოიხსენიებს.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

4 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341