"ზვოლე" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავს

"ზვოლე" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავს

ჰოლანდიური ერედივიზიას ბინადარი „ზვოლე“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთ-ერთ კანდიდატად,  ქართველ სპეციალისტს, შოთა არველაძეს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჰოლანდიური გამოცემა http://www.soccernews.nl/ ავრცელებს.

გამოცემა, „ზვოლეს“ მთავარი მწვრთნელობის 10 კანდიდატს ასახელებს, ამ სიაში კი შოთა არველაძე მეხუთეა. ქართველი სპეციალისტი ჰოლანდიას კარგად იცნობს, რადგან თავის დროზე „აიაქსისა“ და „ალკმაარის“ ღირსებას იცავდა.

http://www.soccernews.nl/  „ზვოლეს“ მწვრთნელის პოსტზე ფავორიტად არტ ლანგელერს ასახელებს.

შოთა არველაძე ბოლოს თელ ავივის „მაქაბის“ წვრთნიდა. ებრაული კლუბი ქართველმა 4 იანვარს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მაგდა კლდიაშვილი

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167