სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 11 ინვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.171 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8.125 პროცენტით შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი

მე-4 სამოგზაურო მედია ფორუმი

26 წუთის წინ

ღონისძიებაში ღვინისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანი საერთაშორისო ჟურალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის ფრანგული გამოცემა Libérartion-ის, პოპულარული სამოგზაურო ჟურნალის The Trip Magazine-ის და კულინარიული ჟურნალის Food & Drink magazine-ის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341