"ტორპედო" თურქეთში მოემზადება - მეტოქეები ჯერ გაურკვეველია

"ტორპედო" თურქეთში მოემზადება - მეტოქეები ჯერ გაურკვეველია

ქუთაისის „ტორპედო“ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაივლის. კლუბს ადგილზე ხუთი ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უცნობია, ვისთან ისპარინგებენ ქუთაისელები.

ზამთრის პაუზის შემდეგ, კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელები, გუშინ პირველად შეკრიბა. ამ დროისთვის, დადასტურებულია, რომ „ტორპედო“ 11-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი, იმერულ კლუბში ჯერ მხოლოდ 5 ფეხბურთელი მივიდა - გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკოლოზ საბანაძე.

თურქეთში გამგზავრებამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი, ფეხბურთელებს ქუთაისში, ხელოვნურ საფარიან მოედანზე მოამზადებს და საქართველოში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 25 და 28 იანვარს, 1 და 4 თებერვალს, ოთხ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.

იმერლები თურქეთში 7 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც ორ კვირას დაჰყოფენ. საკონტროლო შეხვედრები 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალსაა ჩანიშნული. 

მაგდა კლდიაშვილი

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167