ფარცვანია თბილისის დინამოს წინააღმდეგ ითამაშებს

ფარცვანია თბილისის დინამოს წინააღმდეგ ითამაშებს

დონეცკის „ოლიმპიკი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების კანდიდატატი, თემურ ფარცვანია თამაშობს, თურქულ შეკრებაზე თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ცნობილია, რომ თბილისელების უკრაინელი მთავარი მწვრთნელი, ვიაჩესლავ გროზნი „დინამოში“ ფარცვანიას გადმობირებით არის დაინტერესებული

 

უკრაინელებისთვის, ეს მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრა იქნება და ის 17 თებერვალს შედგება. რაც შეეხება „დინამოს“, ქართველებისთვის, ეს თურქეთში, მეორე შეკრების ერთ-ერთი ტესტ-მატჩი იქნება. 

მაგდა კლდიაშვილი

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

ძიუდოისტების მიერ გადაგდებული ქევხიშვილის სავარძელი, მოქალაქემ წაიღო (ფოტო)

2 საათის წინ

 მოქალაქემ კარგად შეამოწმა სავარძლის ვარგისიანობა, შემდეგ კი წაიღო. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა დღეს დავით ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს, მისი სავარძელი კი გამოიტანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. ფედერაციის პრეზიდენტს ამ დრომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341