„საბურთალომ“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა

„საბურთალომ“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა

გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ქალაქ სიდეში 21 იანვარს გაემგზავრება და პირველ თებერვლამდე დარჩება, სადაც სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ცნობილია, რომ „საბურთალოელები“ 24 იანვარს ბულგარეთის პლოვდივის „ბოტევს“ დაუპირისპირდებიან, 27 იანვარს - უკრაინულ  „ოლექსანდრიას“, პირველი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩს კი, -  ასევე უკრაინულ „ვორკსლასთან“.

„საბურთალო“ თურქეთში მეორე შეკრებასაც ჩაატარებს, რომელიც 11-26 თებერვალსაა დაგეგმილი. დედაქალაქელებს მეორე მოსამზადებელ ეტაპზე ხუთი ტესტის ჩატარება სურთ, თუმცა, მეტოქეების ვინაობა ამ ეტაპზე ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე, გია ჭიაბრიშვილის გუნდი, „ბენდელაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდება. 

მაგდა კლდიაშვილი

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

2 საათის წინ

ინგლისი და ბელგია G ჯგუფში გამოდიან. ინგლისის ნაკრები ტუნისს შეხვდება, მატჩი 19:00-ზე დაიწყება, ხოლო ბელგია-პანამას მატჩი 22:00-ზე. შემადგენლობის მიხედვით ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ხოლო ინგლისისგან გულშემატკივარი უკვე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186