“გირჩის” ოფისში ე.წ “კანაფის” ქოთნების აღწერა და დალუქვა მიმდინარეობს

“გირჩის” ოფისში ე.წ “კანაფის” ქოთნების აღწერა და დალუქვა მიმდინარეობს

“გირჩის” ოფისში შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც გირჩის ადვოკატი აცხადებს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. იაგო ხვიჩიას თქმით, პოლიციელები მოქმედებენ მშვიდად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე და სათითაოდ აღწერენ ქოთნებს, რომელშიც “გირჩმა” საახალწლოდ კანაფი დათესა.

“შიგნით მიმდინარეობს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები. სათითაოდ ხდება ყველა ქოთნის აღწერა, დალუქვა, მასზე რაღაც ოქმის შედგენა. ეს წაიღებს, როგორც მე ვხვდები მთელ დღევანდელ დღეს იმ ტემპითაც, რაც ეს მიმდინარეობს. დანარჩენი მშვიდი მდგომარეობაა, აგრესიას პოლიციელები არ გამოხატავენ, ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას თუ უფლებამოსილებას. რაც შეეხება იმას, ეს ყველაფერი დაგვიანებულია თუ არა, არ ვიცი. მერჩივნა მაგალითად საერთოდ არ შემოსულიყვნენ და უფრო მეტად ყოფილიყო დაგვიანებული, ამიტომ როგო ვუსაყვედურო ახლა დაგვიანებაზე ვინმეს. სხვა მხრივ მოულოდნელი არაფერი ხდება.

თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ამ აქციის მთელი ფასი ის იყო, რომ ასეთი რაღაც უნდა მომხდარიყო. ამის გათვალისწინებით, აბსოლუტურად მშვიდად ვართ. მეც და გირჩის ყველა წარომადგენელი. ვნახოთ სანამდე მივა ეს ყველაფერი. გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული იმაზე, რომ მაინცდამაინც სათანადოდ მოუვლიან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კონკრეტული პირების საგამოძიებო უწყებაში დაბარება, ხვიჩიამ განაცხადა: “ვფიქრობ, რომ დაბარებულები რაღაც უწყებაში ალბათ იქნებიან, რაც შეეხება დაკავებას და სხვა მსგავს ღონისძიებებს, სიმართლე გითხრათ არ ველოდები”.

The post “გირჩის” ოფისში ე.წ “კანაფის” ქოთნების აღწერა და დალუქვა მიმდინარეობს appeared first on iMtavroba.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341