ზურაბ ჯაფარიძე: შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფისს გვაცლევინებენ

ზურაბ ჯაფარიძე: შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფისს გვაცლევინებენ

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მათ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და ადგილზე მყოფ პირებს შენობა დაატოვებინეს. როგორც ჯაფარიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, მისი ვარაუდით, სამინისტროს წარმომადგენლები ჩხრეკის დროს ქოთნებს ამოიღებენ და შეამოწმებენ ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა.

"დღეს რატომ ოვიდნენ, ამაზე პასუხი არ მაქვს, თვითონ უნდა თქვან. იდეაში შეეძლოთ იგივე ქმედებები 31-ში,1-ში ან 2-ში ღამევე განეხორვიელებინათ. რატომ გადადეს არ ვიცი. დღესაც 45 წუთის წინ მოვიდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ ჩხრეკის უფლება აქვთ. იმის შემდეგ ველოდებოდით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც რაღაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში.

ამ წუთში ვართ იმ რეჟიმში, რომ  ოფისს გვაცლევინებენ. მე დავრჩები ალბათ ერთადერთი ოფისში, რომელსაც საბუთებზე ხელის მოწერა მომიწევს. საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. სავარაუდოდ, ქოთნებს ამოიღებენ და  შეამოწმებენ ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა. სხვა მეტი გამოსაძიებელი არაფერი არ არის. ყევლაფერი ისედაც საჯარო იყო. ვნახოთ საგამოძიებო მოქმედებებს დაველოდოთ",-განაცხადა ჯაფარიძემ.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341