ბარაკ ობამა: ვპირდები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებ (ვიდეო)

ბარაკ ობამა: ვპირდები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებ (ვიდეო)

ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის მომავალ ხელმძღვანელს, დონალდ ტრამპს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას ჰპირდება,-ამის შესახებ მან პრეზიდენტის რანგში  ბოლო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს.

შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება.

ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

6 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341