"რესპუბლიკის მოედანზე კლუბებში ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგოების პროსტიტუციაში ჩართვა"

"რესპუბლიკის მოედანზე კლუბებში ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგოების პროსტიტუციაში ჩართვა"

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე არსებული კლუბების შესახებ, სადაც ქართველი ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ, დამატებითი განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ასეთ კლუბებში არასრულწლოვან ქართველი ეროვნების გოგონებს პროსტიტუციაში რთავენ, რაც მისთვის ძალიან სამწუხაროა. 

„მინდა, გავაკეთო დამატებითი განმარტება, რადგან მივხვდი, რომ მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია. ღამის კლუბები ძირითადად არის კონცენტრირებული რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. 

მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ, რატომღაც ისეთი ინტერპრეტირება მოხდა, თითქოს მე ვზრუნავ, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემე ასე გაიგო. 

ჩემთვის სამწუხარო ხდება ის, რომ იმ კლუბებში არის პროსტიტუცია, მათ შორის, არასწრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს, რაც იქ ხდება. სწორედ მაგიტომ არ უშვებენ ამ კლუბებში. ეს არის მწარე რეალობა და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-სა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციულია მუხლის დარღვევა.

ჩემი მთავარი წუხილი, მათთვის, ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი, პრობლემა იმ კუთხით, რომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს არის ის, რომ იქ ხდება ქართველი არასწრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომაა ეს საკითხი პრობლემატური.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ემოციების აგორება, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა გამოვრიცხოთ ყველაფერი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში სტიქიურად ამ პრობლემების გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მესმის, რმო ემოციური საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება კანონის დარღვევას და მისი უფლება არ აქვს არავინ, მათ შორის არც იმ უცხოელ ინვესტორს, რომელიც აკეთებს ინვესტიციებს.

რა თქმა უნდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ხდება კანონდარღვევა. პროსტიტუცია საქართველოში კანონდარღვევაა. განსაკუთრებით მძიმეა, რომ არასრულწლოვანების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში მხოლოდ და მხოლოდ ამის დასადასტურებლად მოვიყვანე ის მაგალითი, რომ უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესისი ადამიანებს და არა მამრობითის იმიტომ, რომ ქართველი მამაკაცისთვის განსაკუთრებით აუტანელია იმის ყურება, რაც იქ ხდება. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც “,- აღნიშნა პრემიერმა. 

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

2 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341